აფხახურა ბადრიჯნის ხვეულაში
ინგრედიენტებო (4 ულუფისთვის):
აფხაზურა – 4 ცალი
ბადრიჯანი – 2 ცალი
კანგაცლილი პომიდვრის კონსერვი – 1 ქილა
ოხრახუში – 50 გ
ქინძი – 100 გ
რეჰანი – 20 გ
მწვანე ხახვი – 1 ღერი
ნიორი – 2-3 კბილი
ორეგანო
დაღერღილი წიწაკა
ზეითუნის ზეთი – 100 მლ
სეზამის მარცვლები – 5 გ
შაქარი – 1 ჩ.კ.
კარაქი – 30 გ
ლიმონის წვენი – 1 ლიმონისგან
მარილი
მომზადება:
ბადრიჯანი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
აფხაზურა დაშალეთ, მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ორეგანო, დაღერღილი წიწაკა და აურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი, კარგად გადარეული მასა.
ბადრიჯნის ნაჭრებს ფუნჯით თანაბრად გადაუსვით ზეთი,
მთელ სიგრძეზე წაუსვით მომზადებული ფარშირებული მასა და გადაახვიეთ.
რამდენიმე ხვეულა შეიძლიათ გადაახვიოთ აფხაზურას ბადეში.
გრილზე ან ტაფაზე მოასხით ზეთი და მოათავსეთ ხვეულები. ზემოდან ისევ გადაუსვით ზეთი, მოაყარეთ ორეგანო, დაღერღილი წიწაკა და სეზამის მარცვლები.
ტაფაზე დაასხით ზეთი, დააამატეთ კარაქი, ჩააწყვეთ კანგაცლილი პომიდორი, მოაყარეთ შაქარი, მოაწურეთ ლიმონი და ადუღეთ
საშუალო ტემპერატურაზე 7-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ
წვრილად დაჭრილი ნიორი და მარილი გემოვნებით.
სერვირება:
შემწვარი ხვეულები ჩააწყვეთ პომიდვრის სოუსში. მოაყარეთ რეჰანი, ოხრახუში, მსხვილად დაჭრილი მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!