ძიება

ყველის ვარენიკები ისპანახითა და ჩაროზით

ყველის ვარენიკები ისპანახითა და ჩაროზით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

• ყველის ვარენიკი – 500 გ

• ისპანახი – 70 გ

• ოხრახუში – 20 გ

• ნიახური – 20 გ

• მწვანე ხახვი – 2 ღერი

• ტარხუნა – 2 ღერი

• ბაზილიკი – 20 გ

• ნიორი – 1 კბილი

• ლიმონის წვენი – 50 მლ

• თხილეული (ნუში/ნიგოზი) – 50 გ

• მოცვი – 50 გ

• არაჟანი – 100 გ

• კარაქი – 50 გ

• ზეითუნის ზეთი

• ჯინჯერის მარინადი –4 პატარა ნაჭერი

• პილპილი

• მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ყველის ვარენიკი ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში, ჩაამატეთ ცოტა ზეთი, ხარშეთ 7–8 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და გადადეთ გვერდზე, სხვა ინგრედიენტების მომზადებამდე. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი. შებრაწეთ მოხარშული ვარენიკი დაჭრილ ნიორთან ერთად. თანდათან დაამატეთ დაკეპილი მწვანილი: ოხრახუში, ნიახური, ხახვი, ბაზილიკი, ისპანახი, ტარხუნა. მოაყარეთ დაჭრილი თხილეული და ჩააწურეთ ლიმონი, რათა ვარენიკმა ყველა არომატი შეიწოვოს.


სერვირება: 

თეფშზე გადაიტანეთ ვარენიკი, ზემოდან მოასხით არაჟანი, ორთეთ მოცვითა და მსუბუქად მოხალული თხილით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა ბაზილიკი და ჯინჯერის მარინადი.

მიირთვით და ისიამოვნეთ!