ძიება

ხორცის პელმენი კარბონარას სოუსით

ხორცის პელმენი კარბონარას სოუსით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

  • პელმენი საქონლის ხორცით – 32 ცალი

  • ბეკონი  – 200 გ

  • ქამა სოკო – 200 გ

  • პარმეზანი – 80 გ

  • კვერცხი – 3 ცალი

  • ზეითუნის ზეთი – 30 მ

  • რძე – 2 ს.კ.

  • პილპილი

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

პელმენი ჩაყარეთ ადუღებულ წყალში,  დაამატეთ  მარილი, ცოტა ზეთი და ხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში.

გახურებულ ზეთმოსხმულ ტაფას მოაფრქვიეთ მარილი, მოათავსეთ კუბებად დაჭრილი ბეკონი, დაამატეთ თხლად დაჭრილი ქამა სოკო. შემდეგ ამ მასაში მოათავსეთ  პელმენი და გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ არ მოიბრაწება. ბოლოს  მოაყარეთ შავი პილპილი. 

სოუსისთვის  ერთმანეთში გადაურიეთ სამი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი რძე და გახეხილი პარმეზანი. 

სოუსი დაასხით ტაფაში მომზადებულ მასას და კარგად ამოურიეთ. 


სერვირება: 

მზა კერძი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და, სურვილისამებრ, მწვანილი.


მიირთვით და ისიამოვნეთ!