ძიება

აფხაზურა პიურეთი და მოცხარით

აფხაზურა პიურეთი და მოცხარით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4  ულუფისთვის):  

  • აფხაზურა 4 ცალი 

  • კვერცხი 4 ცალი 

  • ღომი – 800 გ

  • ისპანახი 150 გ 

  • ტარხუნა ნახევარი კონა 

  • ქინძი 100 გ 

  • ნიგოზი  100 გ

  • ნიორი 1 კბილი 

  • წითელი მოცხარი – 60 გ

  • ზეთი – 100 მლ

  • ლიმონის წვენი - 1 ლიმონისგან

  • დაღერღილი წიწაკა - 1 ჩ.კ.

  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ.

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება

ტაფაზე მოასხით  ცოტა ზეითუნის ზეთი და შეწვით აფხაზურა. 

დაჭერით  ისპანახი, ტარხუნა, ქინძი, მოაყარეთ წითელი დაღერღილი წიწაკა და გადაიტანეთ ჯამში. მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და ამოურიეთ.

შემდეგ დაამატეთ  ღომი და კვერცხი.  ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე.

გრილზე მოასხით ზეთი და შეწვით ისპანახისა და ღომის მასა ორივე მხრიდან. 

ერთად დააბლენდერეთ ნიგოზი, ნიორი, ქინძი, მარილი და დაამატეთ 100 მლ. წყალი. ბოლოს დაამატეთ  ცოტა ზეთი და ლიმონის წვენი. 


სერვირება

შემწვარი ღომის მასა და აფხაზურა გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით სოუსი, მოაყარეთ  წითელი მოცხარი,  ტარხუნა, სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ რეჰანის ფოთლებით, სეზამის მარცვლებითა და  ნიგვზით. 


მიირთვით და ისიამოვნეთ!