ძიება

აფხაზურა ქლიავისა და მწვანე პიურეს გარნირით

აფხაზურა ქლიავისა და მწვანე პიურეს გარნირით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4ულუფისთვის):

  • აფხაზურა – 4 ცალი

  • კარტოფილი – 800 გ

  • ტარხუნა – 1 კონა

  • ნიორი – 1,5 კბილი

  • ქლიავი – 2 ცალი

  • ლიმონის წვენი – ნახევარი ლიმონისგან

  • შაქარი – 3 ს.კ.

  • ზეთი - 50 მლ

  • კარაქი –  80 გ

  • რძე 100 მლ

  • დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ

  • წყალი 5 ს.კ.

  • გოჯიბერი 

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:  

გაამზადეთ კარტოფილი პიურესთვის:  დაჭერით პატარა კუბებად, ჩაყარეთ მარილიან წყალში, მოხარშეთ და გადაწურეთ. ნახარში შეინახეთ.

გახეხეთ 1 კბილი ნიორი,   კარტოფილის ნახარშ წყალში მოწალეთ ტარხუნა ნახევარი წუთის განმავლობაში, შემდეგ დაჭერით და დააბლენდერეთ 100 მლ რძესთან ერთად.

ტაფაზე დაყარეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი, დაალაგეთ 2 ცალი კურკაგამოცლილი,  შუაზე გაჭრილი ქლიავი  (ანუ 4 ნახევარსფერო)  შიდა მხარით დაბლა,  მოაწურეთ ნახევარი ლიმონი, მოასხით  ზეთი და დაამატეთ 20 გ კარაქი. 5 წუთის შემდეგ ჩაასხით 3 სუფრის კოვზი წყალი.

როცა კარამელიზებული ქლიავი წამოდუღდება, დაამატეთ კიდევ 2 სუფრის კოვზი წყალი, მწიკვი დაღერღილი წიწაკა, მწიკვი მარილი და ნახევარი კბილი გახეხილი ნიორი.

გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, მოაყარეთ მწიკვი მარილი, დააალაგეთ აფხაზურა და შეწვით. წვის პროცესში დაამატეთ გოჯიბერი გემოვნებით. 

მოხარშული კარტოფილი  ჩაჭყლიტეთ 60 გ კარაქთან ერთად. შემდეგ  დაამატეთ რძისა და ტარხუნის მასა და განაგრძეთ დამუშავება. მიღებულ მასას კვლავ დაამატეთ კარტოფილის ნახარში და ისევ დაამუშავეთ. დაამატეთ  მარილი გემოვნებით და განაგრძეთ არევა ხელის სათქვეფით.


სერვირება:

ტარხუნის პიურე  გადაიტანეთ თეფშზე  და გვერდით მიუდეთ შემწვარი აფხაზურა. ასევე  გადაიტანეთ თეფშზე კარამელიზირებული ქლიავი და მოასხით მისივე სოუსი. სერვირებისას შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ  გოჯიბერი, სურვილის შემთხვევაში კი - წვრილად დაჭრილი მწვანილი, შავი სეზამის მარცვლები და სასურველი თხილეული.



გაამოთ!