ძიება

აფხაზურა პომიდვრითა და კარტოფილის პელმენით

აფხაზურა პომიდვრითა და კარტოფილის პელმენით
ingredients icon
ინგრედიენტები

 4 ულუფისთვის:

  • კარტოფილის პელმენი – 500 გ

  • აფხაზურა (ხარშვისთვის მზად) – 400 გ

  • ხახვი – 1 ცალი (დაახ.100 გ)

  • პომიდორი (კანგაცლილი ან დაკონსერვებული) – 400 გ

  • ტომატის პასტა – 2 ს.კ.

  • კარაქი – 20 გ

  • ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

  • ორეგანო – 1 ჩ.კ.

  • გოჯიბერი – 30 გ

  • პილპილი

  • დაღერღილი წიწაკა

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

ხარშეთ პელმენი მარილიან წყალში 7-8 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და შეინახეთ სხვა ინგრედიენტების მომზადებამდე. 

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ კარაქი და პილპილი. შემდეგ ჩააწყვეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი აფხაზურა, დაამატეთ პომიდორი, ტომატის პასტა, ორეგანო და გოჯიბერი. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შუშეთ 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე.


სერვირება:

თეფშზე დააწყვეთ მოხარშული პელმენი, ზემოდან მოასხით ცხელი აფხაზურა და მორთეთ გახეხილი პარმეზანით. 

ქართულისა და იტალიურის ჭეშმარიტი შერწყმა!


მიირთვით და ისიამოვნეთ!