ბოსტნეულის წვნიანი კარტოფილის პელმენით
კარტოფილის პელმენი – 16 ცალი
ხახვი – 1 თავი
სტაფილო – 2 ცალი
ბულგარული წიწაკა (ყვითელი) – 1 ცალი
პომიდორი (კანგაცლილი ან დაკონსერვებული) – 2 ცალი
ნიორი – 2 კბილი
ჯინჯერი (გახეხილი ან წვრილად დაჭრილი) – 1 ჩ.კ.
ჰალაპენიო – გემოვნებით
ტკბილ-ცხარე სოუსი – 2 ს.კ.
ლიმონის წვენი – 40 მლ
ზეთი – 2 ს.კ.
შავი პილპილის მარცვლები – 1 ჩ.კ.
ქინძი, ოხრახუში – 20-20 გ
ბაზილიკის ფოთლები
შავი სეზამის მარცვლები – მოსაყრელად
მარილი
ქვაბში გაცხელებულ ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. დაამატეთ თხელ რგოლებად დაჭრილი სტაფილო და წიწაკა. ოდნავ რომ დარბილდება, ჩააწყვეთ პელმენი და დაასხით 600 მლ წყალი.
შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი პომიდორი, ტკბილ-ცხარე სოუსი და შავი პილპილის მარცვლები. ადუღეთ 7-8 წუთი. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
ბულგარულის ნაწილი შეინახეთ და დაამატეთ ბოლოს - ხრაშუნა ტექსტურის მისაღებად. დასასრულს ჩააწურეთ ლიმონი.
სერვირება:
გადაიტანეთ წვნიანი ღრმა ჯამში. გააფორმეთ ჯინჯერით, ბაზილიკის ფოთლებითა და სეზამის მარცვლებით. თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ დაამატოთ ჰალაპენიოც.
მიირთვით და ისიამოვნეთ!