ციმბირული და კარტოფილის პელმენები ჭარხლით
პელმენი „ციმბირული“ – 16 ცალი
კარტოფილის პელმენი – 16 ცალი
ჭარხალი – 1 ცალი, საშუალო ზომის
შაქარი – 1 ჩ.კ.
ისპანახი – 200 გ
მწვანე ხახვი – 2 ღერი
ოხრახუში – 20 გ
პრასი – 2 ღერი
ქინძი – 50 გ
თაფლი – 1 ს.კ.
ნიორი – 1 კბილი
არაჟანი – 4 ს.კ.
ორეგანო – 1 ჩ.კ.
დაღერღილი წიწაკა – 1 ჩ.კ.
სეზამის მარცვლები – 1 ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ.
მარილი
ჭარხალი დაჭერით და მოხარშეთ წყალში შაქართან ერთად. ჭარხლით შეფერილ წყალში მოხარშეთ ორივე სახეობის პელმენი.
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და ცოტა კარაქი, დაუმატეთ მარილი, ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, გახეხილი ნიორი და თაფლი. შემდეგ დააყარეთ მოხარშული პელმენი და რამდენიმე ნაჭერი ჭარხალი.
ბოლოს ჩაამატეთ დაჭრილი ისპანახი და მწვანილი.
სერვირება:
გამზადებულ კერძს კოვზით დაადეთ არაჟანი, მოაყარეთ ორეგანო, წიწაკა და სეზამი.
გაამოთ!