ფონდიუ პელმენით
ხორცის პელმენი – 10 ცალი
კარტოფილის პელმენი – 10 ცალი
თეთრი ღვინო – 250 მლ
ლაიმი – 1 ცალი
კარაქი – 30 გ
ყველი გაუდა – 400 გ
ყველი ემენტალი – 300 გ
მუსკატის კაკალი (დაფქული) – ერთი მწიკვი
დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ.
ორეგანო – 1 ჩ.კ.
სეზამის მარცვლები – 1 ჩ.კ.
ნუში – 2 ს.კ.
ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ.
თაფლი – 1 ჩ.კ.
მარილი
პილპილი
პელმენი ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში და ხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ ოდნავ შებრაწეთ ტაფაზე.
ქვაბში გააცხელეთ თეთრი ღვინო ლაიმის წვენთან და კარაქთან ერთად. როგორც კი ადუღდება, ჩაამატეთ გახეხილი გაუდა და ემენტალი. ნელ-ნელა ურიეთ. დაუმატეთ მუსკატი, პილპილი და წიწაკა.
სერვირება:
ყველის მასა გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ ორეგანო, სეზამის მარცვლები, წიწაკა და დაჭრილი ნუში. ზემოდან დაალაგეთ შებრაწული პელმენი და დააწვეთეთ ცოტა თაფლი.
გაამოთ!