კარტოფილის ბალიშები პომიდვრის სოუსში
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
მოცარელას ბურთულები - 200 გ
ოხრახუში (ხუჭუჭა) – 50 გ
მწვანე ხახვი – 2 ღერი
ცერეცო – 30 გ
ნიორი – 2 კბილი
ორეგანო
მწვანე ზეთისხილი - 4 ცალი
შავი ზეთისხილი – 8 ცალი
ზეითუნის ზეთი – 30 მლ
ლიმონი – ნახევარი
შაქარი – 2 ჩ. კ.
ბაზილიკი – რამდენიმე ფოთოლი, გამორჩეული არომატისთვის
მიწის თხილი - 30 გ
მარილი
მომზადება:
კარტოფილის პელმენი ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, დაამატეთ მარილი, ცოტა ზეთი და ხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში.
სოუსი: გახურებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე დააწყვეთ მთელ-მთელი კანგაცლილი ცოცხალი პომიდვრები ან პომიდვრის კონსერვი, მოაყარეთ 2 ჩ. კ. შაქარი, გახეხილი ნიორი და ორეგანო. მოაწურეთ ლიმონი. წამოდუღების შემდეგ ჩაამატეთ დაჭრილი ოხრახუში (ხუჭუჭა), მწვანე ხახვი და ცოტა ცერეცო. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე და შავი ზეთისხილი.
მოხარშული ბალიშები გადიტანეთ პომიდვრის მასაში, დაამატეთ მოცარელას ბურთულები და შუშეთ 2-3 წუთი.
სერვირება:
კერძი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში, ზემოდან მოაყარეთ ოხრახუში, მწვანე ხახვი, ნიორი, ბაზილიკი და მიწის თხილი.
გემრიელად მიირთვით!