კარტოფილის ბლინის კროკეტები ორმაგი სოუსით
კარტოფილის ბლინები – 8 ცალი
კვერცხი – 3 ცალი
ფქვილი – 100 გ
საფანელი – საჭიროებისამებრ
ზეთი – შესაწვავად
ქინძი – 150 გ
მწვანე ხახვი – 1 კონა
მწვანე წიწაკა – 2 ცალი
ლიმონი – 1 ცალი
ორეგანო – ½ ჩ.კ.
ნიორი – 2 კბილი
თეთრი და შავი სეზამის მარცვლები – 1 ს.კ.
პომიდორი – 2 ცალი
სოიოს სოუსი – 100 მლ
ბრინჯის ძმარი – 50 მლ
ზეითუნის ზეთი – 50 მლ
დაღერღილი წიწაკა
მარილი
ჯამში აურიეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და ცოტა ზეთი. ბლინები ამოავლეთ ჯერ ამ მასაში, შემდეგ საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან.
სოუსი 1 (პომიდვრის): პომიდორს ამოაცალეთ რბილობი, დაჭერით კუბებად. დაუმატეთ დაჭრილი ქინძი, მწვანე ხახვი, წიწაკა, ლიმონის წვენი, ორეგანო და ზეითუნის ზეთი.
სოუსი 2 (არომატული): წვრილად დაჭრილ მწვანილს დაუმატეთ დაღერღილი წიწაკა, გახეხილი ნიორი, სეზამი, სოიოს სოუსი, ბრინჯის ძმარი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ.
სერვირება:
შემწვარი ბლინები დააწყვეთ თეფშზე და მიირთვით ორივე არომატულ სოუსთან ერთად.
გაამოთ!