ძიება

კარტოფილის პელმენი ისპანახითა და ყაბაყით

კარტოფილის პელმენი ისპანახითა და ყაბაყით
ingredients icon
ინგრედიენტები

4 ულუფისთვის:

  • არტოფილის პელმენი – 40 ცალი (დაახლოებით 800 გ)
  • ყაბაყი – 800 გ
  • ისპანახი – 200 გ
  • ნიორი – 4 კბილი
  • ნაღები – 200 მლ
  • კარაქი – 40 გ
  • ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
  • ლიმონის წვენი – 40 მლ
  • სეზამის მარცვლები – 2 ს.კ.
  • ორეგანო – 1 ჩ.კ.
  • მარილი 
  • წითელი მოცხარი და ბაზილიკის ფოთლები – მოსართავად
chef hat icon
მომზადების წესი

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ პელმენი, ხარშეთ 7-8 წუთი, გადაწურეთ და შეინახეთ ცოტა ნახარში.

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და ორეგანო, შემდეგ – გახეხილი ყაბაყი. მოშუშეთ, დაამატეთ დაჭრილი ნიორი და ისპანახი. ურიეთ, სანამ ყველაფერი არ დარბილდება.

მომზადებულ მასას შეურიეთ ნაღები, პელმენის ნახარში და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ  დაუმატეთ პელმენი და კარაქი. ბოლოს – ლიმონის წვენი.


სერვირება:

თეფშზე გადაანაწილეთ ნაზ სოუსში ჩაწყობილი პელმენი, მორთეთ სეზამის მარცვლებით, ბაზილიკის ფოთლებითა და წითელი მოცხარით.


გაამოთ!