ძიება

კარტოფილის პელმენი ნივრითა და პრასით

კარტოფილის პელმენი ნივრითა და პრასით
ingredients icon
ინგრედიენტები

 ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

  • კარტოფილის პელმენი 800 გ

  • პრასი 200 გ

  • ისპანახი 100 გ

  • ქინძი 20 გ

  • ოხრახუში 20 გ

  • პომიდორი ჩერი - 200 გ

  • ნიორი - 1 კბილი

  • ზეითუნის ზეთი 4 ს.კ.

  • ლიმონის წვენი 1 ლიმონისგან

  • ნაღები - 200 მლ

  • თეთრი ღვინო - 100 მლ

  • პარმეზანი 50 გ

  • მუსკატის კაკალი (დაფქული) 1 მწიკვი 

  • პილპილი

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

 მომზადება:

კარტოფილის პელმენი ჩაყარეთ მდუღარე წყალში, დაამატეთ  მარილი,  ცოტა ზეითუნის ზეთი და  ხარშეთ 7-8 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ და შეინახეთ ცოტა ნახარში.

პარალელურად,  ტაფაზე გააცხელეთ 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ცოტა მარილი და ჩაყარეთ  200 გრამი წვრილად დაჭრილი პრასი. თუშეთ, სანამ არ დარბილდება.
შემდეგ დაამატეთ 1 ლიმონის წვენი, პილპილი და მარილი გემოვნებით. 

მოშუშულ პრასს შეურიეთ 200 მლ ნაღები და ცოტა პელმენის ნახარში (თუ ნაღები თხელი სტრუქტურისაა, პელმენის ნახარში აღარ არის საჭირო). ნიორი და მარილი დანით დასრისეთ, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ მოშუშულ პრასს.

მიღებულ მასას დაამატეთ დაჭრილი ისპანახი, ქინძი და ოხრახუში; ბოლოს -  რგოლებად დაჭრილი პომიდორი ჩერი. შემდეგ დაასხით 100 მლ თეთრი ღვინო. 

ნივრისა და პრასის მასას დააყარეთ მოხარშული პელმენი, დაახეხეთ  50 გრამი პარმეზანი და გადაურიეთ.


სერვირება:

კერძი გადაიტანეთ თეფშზე და  მოაფრქვიეთ 1 მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი. სერვირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, შავი სეზამის მარცვლები და პარმეზანის ფირფიტები.


გაამოთ!