კარტოფილის პელმენი ნუშითა და ნიგვზით
კარტოფილის პელმენი – 28 ცალი
ნუში – 30 გ
ნიგოზი – 30 გ
ქლიავის ჩირი – 30 გ
თეთრი სეზამის მარცვლები – 10 გ
არაჟანი – 400 გ
თაფლი – 2 ს.კ.
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ პელმენი, ხარშეთ 7-8 წუთი და გადაწურეთ.
თხილეულის მოსამზადებლად გახურებულ ტაფაზე დაყარეთ ნუში, ნიგოზი, დაჭრილი ქლიავის ჩირი და სეზამის მარცვლები. როდესაც ოდნავ შეიფერება, დაამატეთ თაფლი და ურიეთ, სანამ არ გახდება ბზინვარე და ოდნავ კარამელიზებული.
სერვირება:
თეფშზე გადაიტანეთ არაჟანი, ზემოდან მოათავსეთ მოხარშული პელმენი და თხილეულის ტკბილი მასა. მორთეთ სეზამის მარცვლებით ან, დამატებით, ჩილით.
მიირთვით გემრიელად!