ძიება

ყველის ბლინების ტოსტი მწვანე სოუსით

ყველის ბლინების ტოსტი მწვანე სოუსით
ingredients icon
ინგრედიენტები

4 ულუფისთვის:

  • ყველის ბლინი – 8 ცალი

  • პარმეზანი – 100 გ

  • ქინძი – 50 გ

  • ნიორი – 1 კბილი

  • ნიგოზი – 100 გ

  • ლიმონის წვენი – 1 ცალი ლიმონიდან (დაახლოებით 40 მლ)

  • მარილი 

  • წყალი (სოუსისთვის, საჭიროების მიხედვით) – 2-3 ს. კ

chef hat icon
მომზადების წესი

გახეხეთ პარმეზანი, მისი ნაწილი მოათავსეთ ცხელ გრილზე ან ტაფაზე. ზემოდან დაალაგეთ ბლინები, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და ოდნავ შებრაწეთ ორივე მხრიდან.

სოუსისთვის ბლენდერში მოათავსეთ ქინძი, ნიორი, ნიგოზი, ლიმონის წვენი, მარილი და ცოტა წყალი. უნდა მიიღოთ ხავერდოვანი ტექსტურის მწვანე სოუსი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ დაღერღილი წიწაკაც.


სერვირება:

შებრაწული ბლინები დააწყვეთ თეფშზე და მიირთვით სურნელოვან სოუსთან ერთად. შეგიძლიათ ზემოდან კიდევ მოაყაროთ ცოტა პარმეზანი.


გაამოთ!