შებოლილი ყველის ვარენიკები ქლიავისა და ისპანახის გარნირით
შებოლილი ყველის ვარენიკები – 800 გ
ქლიავი – 6-8 ცალი
ისპანახი – 150 გ
ქინძი – 50 გ
კამა – 20 გ
ნიორი – 1 კბილი
შაქარი – 20 გ
კარაქი – 20 გ
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
დაღერღილი წიწაკა
შავი და თეთრი სეზამის მარცვლები – თითო ჩ.კ.
პარმეზანი (გახეხილი) – 50 გ
მარილი
მოხარშეთ ვარენიკები მარილიან წყალში. გადაწურეთ და შეინახეთ სხვა ინგრედიენტების მომზადებამდე.
ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. ჩააწყვეთ შუაზე გაჭრილი ქლიავი, მოაყარეთ შაქარი და დაასხით 2-3 ს.კ წყალი, რომ სიროფად იქცეს. შემდეგ დაამატეთ კარაქი, დაჭრილი ნიორი, წიწაკა და მწვანილი.
ცალკე, გრილს მოაყარეთ პარმეზანი და სეზამი, ზემოდან დაალაგეთ მოხარშული ვარენიკები და ოდნავ შებრაწეთ, სანამ ყველი არ შეიფერება.
სერვირება:
თეფშზე მოათავსეთ ქლიავის გარნირი, ზედ მოაწყვეთ შებრაწული ვარენიკები და მოაყარეთ ახალი მწვანილი ან, დამატებით, სეზამი.
ეფექტური და არომატული კერძი!
მიირთვით და ისიამოვნეთ!