სოკოს ბლინის კროკეტები არაჟნის სოუსით
სოკოს ბლინები – 8 ცალი
კვერცხი – 3 ცალი
ფქვილი – 100 გ
საფანელი – 100 გ
ზეთი – 100 მლ
თეთრი და შავი სეზამის მარცვლები – თითო ს. კ
მჟავე კიტრი – 1 ცალი
მწვანე ხახვი – 1 ღერი
წითელი კომბოსტო – 100 გ
მდოგვი – 1 ს.კ.
არაჟანი – 2 ს.კ.
სოიოს სოუსი – 20 მლ
მარილი
ერთმანეთში აურიეთ კვერცხი, ფქვილი და სეზამის მარცვლები, დაამატეთ მარილი გემოვნებით. ამოავლეთ ბლინები ჯერ ამ მასაში, შემდეგ – საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
სოუსისთვის წვრილად დაჭერით მჟავე კიტრი და მწვანე ხახვი, დაამატეთ მდოგვი, მჟავე კიტრის წვენი, არაჟანი, სოიოს სოუსი და ბოლოს – წვრილად დაჭრილი წითელი კომბოსტო.
სერვირება:
ბლინები დააწყვეთ თეფშზე, გვერდით მოათავსეთ არაჟნის არომატული სოუსი. მორთეთ მწვანილით ან სეზამის მარცვლებით.
მიირთვით გემრიელად!