ძიება

სოკოს ვარენიკის წვნიანი

სოკოს ვარენიკის წვნიანი
ingredients icon
ინგრედიენტები
4 ულუფისთვის:
  • სოკოს პელმენი – 40 ცალი

  • სოკო – 200 გ

  • სტაფილო – 1 ცალი

  • ნიახური – 1 ღერი

  • პრასი – 1 ღერი

  • ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

  • პომიდორი ჩერი – 6-7 ცალი

  • ხახვი – ნახევარი თავი

  • ნიორი – 2 კბილი

  • ჯინჯერის მარინადი – 4 პატარა ნაჭერი

  • თეთრი ღვინო – 100 მლ

  • ზეითუნის ზეთი – 3 ს.კ.

  • ლიმონის წვენი – 1 ცალი ლიმონიდან (დაახლ.  40 მლ)

  • ქინძი, ოხრახუში, ცერეცო – 20-20 გ

  • პილპილი

  • მარილი 

chef hat icon
მომზადების წესი

ტაფაზე მოშუშეთ ხახვი და სტაფილო ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული, ნიორი და თეთრი ღვინო. გადაიტანეთ ქვაბში, ჩაასხით 1.5 ლ წყალი და ჩაყარეთ პელმენი.

შემდეგ ეტაპობრივად დაამატეთ სოკო, პრასი, პომიდორი ჩერი, ნიახური, დაჭრილი მწვანილი და მარილ-პილპილი გემოვნებით. ბოლოს – ლიმონის წვენი და ცოტა შაქარი  ბალანსის დასაცავად.  


სერვირება:

წვნიანი გადაიტანეთ ღრმა თეფშში, მოაყარეთ ჯინჯერის მარინადი, სეზამის მარცვლები და მწვანილი.


გემრიელად მიირთვით!