სოკოს წვნიანი კარტოფილის პელმენით
კარტოფილის პელმენი – 16 ცალი
ქამა სოკო – 300 გ
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
სატაცური – 3 ღერი (დაახ. 150 გ)
ნაღები (სასურველია 22%-იანი) – 200 მლ
თეთრი ღვინო – 50 მლ
წყალი – 0.5 ლ
ჯინჯერი (გახეხილი) – 1 ჩ.კ.
კამა, ოხრახუში – 20-20 გ
კარაქი – 20 გ
ზეთი – 1-2 ს.კ.
მარილი
პილპილი
ქვაბში გააცხელეთ ზეთი და კარაქი, შუშეთ დაჭრილი ხახვი, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ დააყარეთ გახეხილი სოკო. როცა სითხის გამოშვებას დაიწყებს, ჩაასხით 0.5 ლ წყალი და დაუმატეთ პელმენი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაასხით თეთრი ღვინო. როგორც კი ალკოჰოლი აორთქლდება, დაუმატეთ ნაღები, ნიორი და დაჭრილი სატაცური.
დაამთავრეთ მწვანილითა და ჯინჯერით. მარილი და პილპილი დაარეგულირეთ გემოვნებით.
სერვირება:
წვნიანი შეგიძლიათ მორთოთ კამით ან ოხრახუშით, ასევე – პომიდორი ჩერით და ცოტა გახეხილი პარმეზანით.
გემრიელად მიირთვით!