ძიება

ვრაპი კოტლეტით

ვრაპი კოტლეტით
ingredients icon
ინგრედიენტები

 4 ულუფისთვის:

  • კოტლეტი „ოჯახური“ – 4 ცალი

  • მწვანე ხახვი – 2 ღერი

  • მჟავე კიტრი – 2 ცალი

  • პომიდორი – 1 ცალი

  • სალათი „აისბერგი“ – 100 გ

  • კიტრი – 1 ცალი

  • ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

  • ჰალაპენიო – 1 ცალი

  • პარმეზანი – 50 გ

  • ავოკადო – 1 ცალი

  • კვერცხი – 3 ცალი

  • ზეითუნის ზეთი – 3 ს.კ.

  • დიჟონის მდოგვი – 2 ს.კ.

  • მარცვლოვანი მდოგვი – 2 ს.კ.

  • „ბებოს ლავაში“ – 4 ცალი

  • პილპილი 

  • მარილი  

  • შაქარი

chef hat icon
მომზადების წესი

ცხელ ტაფაზე შეწვით კოტლეტი და გადადეთ გვერდზე.

სოუსის მოსამზადებლად ათქვიფეთ 3 კვერცხის გული, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მწიკვი შაქარი და მარილი გემოვნებით. შემდეგ ერთმანეთში აურიეთ მარცვლოვანი და დიჟონის მდოგვები და ცოტა პილპილი.

მოამზადეთ ბოსტნეული: დაჭერით სალათი „აისბერგი“, ხახვი, მჟავე კიტრი, კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ავოკადო. გახეხეთ პარმეზანი.


აწყობა:

ლავაშს წაუსვით მომზადებული სოუსი. ზემოდან მოათავსეთ დაჭრილი ბოსტნეული, გახეხილი პარმეზანი, კოტლეტი და ავოკადო. შემდეგ ფრთხილად გადაახვიეთ ისე, რომ მისცეთ ვრაპის ფორმა და მოათავსეთ ტოსტერში ან გრილზე დაახლოებით 1 წუთით, რომ ოდნავ დაიბრაწოს და შეიკრას.


სერვირება
:

წვნიანი, ხრაშუნა ვრაპები გადაიტანეთ თეფშზე და, სურვილის შემთხვევაში, გვერდით მიუდგით სოუსიც. 


გაამოთ!