ძიება

ხორცის პელმენი ბადრიჯნითა და პარმეზანით

ხორცის პელმენი ბადრიჯნითა და პარმეზანით
ingredients icon
ინგრედიენტები
4 ულუფისთვის:
  • ხორცის პელმენი – 16 ცალი

  • ბადრიჯანი – 1 ცალი

  • პომიდორი ჩერი – 200 გ

  • პარმეზანი – 100 გ

  • ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

  • ნიორი – 1 კბილი

  • როზმარინი – ½ ჩ.კ.

  • შაქარი ან თაფლი – 1 ჩ.კ.

  • ლიმონის წვენი – 2 ს.კ.

  • ოხრახუში – 20 გ

  • ბაზილიკი – 10 გ

  • პილპილი 

  • დაღერღილი წიწაკა 

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

ჩაყარეთ პელმენი მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ დაახლოებით 7-8 წუთის განმავლობაში. 

ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად და შეწვით ტაფაზე.

ცალკე ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ როზმარინი, ნიორი, შაქარი, პომიდორი და ლიმონის წვენი. შუშეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ ჩაამატეთ პელმენი და შემწვარი ბადრიჯანი.


სერვირება:

მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და ბაზილიკი. სურვილისამებრ, მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი.


მიირთვით და ისიამოვნეთ!