ძიება

ხორცის პელმენი ბეკონით

ხორცის პელმენი ბეკონით
ingredients icon
ინგრედიენტები
4 ულუფისთვის:
  • ხორცის პელმენი – 400 გ

  • ბეკონი – 200 გ

  • თეთრი კომბოსტო – 200 გ

  • მწვანე ხახვი – 1 კონა

  • ქინძი, ოხრახუში, რეჰანი – თითო პატარა კონა

  • ნიორი – 2 კბილი

  • დაღერღილი წიწაკა – 1 ჩ.კ.

  • არაჟანი – 4 ს.კ.

  • ჯინჯერის მარინადი – 2 ს.კ.

  • ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ.

  • მარილი 

  • პილპილი 

chef hat icon
მომზადების წესი

პელმენი ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში და ხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში.

ბეკონი დაჭერით კუბებად და შებრაწეთ ტაფაზე. დააყარეთ დაჭრილი კომბოსტო, წიწაკა, მარილი, პილპილი და ერთად მოშუშეთ. შემდეგ დაამატეთ მოხარშული პელმენი, მწვანე ხახვი და მწვანილი.


სერვირება:

მზა კერძს მიაყოლეთ არაჟანი და ცოტა ჯინჯერის მარინადი.


გემრიელად მიირთვით!