ძიება

ყველის ბლინები ავოკადოს პიურეთი

ყველის ბლინები ავოკადოს პიურეთი
ingredients icon
ინგრედიენტები
4 ულუფისთვის:
  • ყველის ბლინი – 8 ცალი

  • ავოკადო – 2 ცალი

  • წითელი ხახვი – ნახევარი თავი

  • მწვანე წიწაკა – 1 ცალი

  • ნიორი – 3 კბილი

  • ლიმონის წვენი – 1 ლიმონიდან (დაახლოებით 40 მლ)

  • ქინძი – 30 გ

  • მწვანე ხახვი – 2 ღერი

  • ზეითუნის ზეთი – 4 ს.კ.

  • არაჟანი – 100 გ

  • პილპილი  

  •  მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

ყველის ბლინები ოდნავ შებრაწეთ ტაფაზე.

ავოკადო დაჭყლიტეთ ჩანგლით ან ბლენდერით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, წიწაკა, მწვანილი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და ზეთი.


სერვირება:

თეფშზე დაალაგეთ ბლინები, გვერდით მოათავსეთ ავოკადოს პიურე და მოასხით არაჟანი. 

მარტივი, მსუბუქი და თანამედროვე კერძი. 


მიირთვით და ისიამოვნეთ!