ყველის ვარენიკი ავოკადოთი და რუკოლათი
ყველის პელმენი – 500 გ
პარმეზანი – 100 გ
ავოკადო – 1 ცალი (დაახ. 150 გ)
ლიმონის წვენი – 50 მლ
პომიდორი ჩერი – 200 გ
რუკოლა – 100 გ
მოცარელას ბურთულები – 200 გ
გარგარის ჯემი – 4-5 ს.კ.
ძმარი ბალზამიკო – 2 ს.კ.
ბაზილიკი – 20 გ
გოჯიბერი – 30 გ
ზეთისხილი (მწვანე ან შავი) –
100 გ
ხარშეთ ყველის პელმენი მარილიან წყალში 7-8 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და გადადეთ გვერდზე.
გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე დაყარეთ გახეხილი პარმეზანი, ზედ დაალაგეთ მოხარშული პელმენი და შებრაწეთ ისე, რომ ყველის ქერქი გარსად შემოიკრას.
სოუსისთვის აურიეთ გარგარის ჯემი, ლიმონის წვენი და ბალზამიკო. მიიღებთ მომჟავო-მოტკბო სოუსს.
სერვირება:
თეფშზე მოათავსეთ რუკოლა, დაჭრილი პომიდორი ჩერი, ბაზილიკი და გოჯიბერი. ზემოდან მოაწყვეთ ყველით შეფუთული პელმენი, მოცარელას რამდენიმე ბურთულა და ზეთისხილი. მოასხით სოუსი და მიირთვით ცივად ან ოდნავ თბილი სახით.
გაამოთ!