ძიება

ყველის ვარენიკი ხილის სოუსით

ყველის ვარენიკი ხილის სოუსით
ingredients icon
ინგრედიენტები
4 ულუფისთვის:
  • ყველის პელმენი – 800 გ

  • პარმეზანი – 50 გ

  • ატამი – 2 ცალი

  • მარწყვი – 200 გ

  • მოცვი – 100 გ

  • ნუში – 50 გ

  • თაფლი – 3 ს.კ.

  • მაწონი (გაწურული) – 200 გ

  • ბაზილიკი – 1 კონა

  • თეთრი სეზამის მარცვლები – 1 ს.კ.

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მოხარშეთ პელმენი ჩვეულებრივად, მარილიან წყალში, 7-8 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, ამოავლეთ გახეხილ პარმეზანში და ოდნავ შებრაწეთ გრილზე ან ტაფაზე.

ხილი დაჭერით პატარა კუბებად, აურიეთ თაფლში და დაამატეთ დაჭრილი ნუში. 

მაწონს შეურიეთ ცოტა მარილი და ნუში.


სერვირება:

მაწონი გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან მოათავსეთ პელმენი, შემდეგ – ხილის ნაზავი და ბაზილიკის ფოთლები. მოაყარეთ თეთრი სეზამის მარცვლები და მიირთვით გაგრილებული.


გაამოთ!