ძიება

ყველის ვარენიკი ხილითა და ნაყინით

ყველის ვარენიკი ხილითა და ნაყინით
ingredients icon
ინგრედიენტები
4 ულუფისთვის:
  • ყველის პელმენი – 800 გ

  • ატამი – 2 ცალი

  • მარწყვი – 200 გ

  • მოცვი – 50 გ

  • ნიგოზი – 50 გ

  • ნუში – 50 გ

  • თაფლი – 2 ს.კ.

  • ნაყინი (ვანილის ან არომატული) – 4 ბურთულა 

  • ბაზილიკი – რამდენიმე ფოთოლი

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მოხარშეთ ყველის პელმენი მარილიან წყალში. გადაწურეთ და გააგრილეთ.

ტაფაზე მოასხით თაფლი, ჩაყარეთ დაჭრილი ატამი, მარწყვი, მოცვი ნიგოზი და ნუში. მოშუშეთ ნაზად, რომ ოდნავ შეიკრას და სიროფის კონსისტენცია მიიღოს.

მოათავსეთ  პელმენი ხილის თბილ ნაზავში.


სერვირება:

თეფშზე დაალაგეთ ნაყინის ბურთულები, ზემოდან მოაწყვეთ ხილით გალამაზებული პელმენი და მორთეთ ბაზილიკით. 

თქვენ ერთდროულად დააგემოვნებთ სასიამოვნო სიგრილესა და სიტკბოს! 


მიირთვით გემრიელად!