ძიება

ყველის ვარენიკები ბროკოლით

ყველის ვარენიკები ბროკოლით
ingredients icon
ინგრედიენტები
4 ულუფისთვის:
  • ყველის ვარენიკები – 800 გ

  • ბროკოლი – 200 გ

  • ნუში – 50 გ

  • კარაქი – 50 გ

  • ტარხუნა – 50 გ

  • ორეგანო – 1 ჩ.კ.

  • დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ.

  • თეთრი სეზამის მარცვლები – 1 ს. კ

  • ზეთი (შესაწვავად) – 1-2 ს.კ.

  • პარმეზანი ან გაუდა (გახეხილი)50გ 

chef hat icon
მომზადების წესი

ვარენიკები მოხარშეთ ან ოდნავ დაბრაწეთ ტაფაზე ზეთში და კარაქში. ამავე ტაფაში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ბროკოლი, დაჭრილი ნუში, ორეგანო, დაღერღილი წიწაკა და სეზამი. საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ ცოტა წყალი, რომ არ გაშრეს.

შუშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ყველაფერი არ დარბილდება და მსუბუქად არ შეზავდება.


სერვირება:

თეფშზე დააფინეთ ტარხუნის ფოთლები, ზემოდან მოაწყვეთ შემწვარი ვარენიკები, მოაყარეთ პარმეზანი ან გაუდა და მიირთვით ცხლად.


გაამოთ!