ძიება

ყველის ვარენიკი ისპანახით

ყველის ვარენიკი ისპანახით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

  • ყველის ვარენიკი – 500 გ

  • ისპანახი – 70 გ

  • ოხრახუში – 20 გ

  • ნიახური – 20 გ

  • მწვანე ხახვი – 2 ღერი

  • ტარხუნა - 2 ღერი

  • ბაზილიკი – 20 გ

  • ნიორი – 1 კბილი

  • ლიმონის წვენი – 50 მლ

  • თხილეული (ნუში/ნიგოზი) – 50 გ

  • მოცვი – 50 გ

  • არაჟანი – 100 გ

  • კარაქი – 50 გ

  • ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ.

  • ჯინჯერის მარინადი – 4 პატარა ნაჭერი

  • პილპილი 

  • მარილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ყველის ვარენიკი ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში, ჩაამატეთ ცოტა ზეთი, ხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და გადადეთ გვერდზე, სხვა ინგრედიენტების მომზადებამდე.

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი. შებრაწეთ მოხარშული ვარენიკი დაჭრილ ნიორთან ერთად.  თანდათან დაამატეთ დაკეპილი მწვანილი: ოხრახუში, ნიახური, ხახვი, ბაზილიკი, ისპანახი, ტარხუნა.

მოაყარეთ დაჭრილი თხილეული და ჩააწურეთ ლიმონი, რათა ვარენიკმა ყველა არომატი შეიწოვოს.


სერვირება:

თეფშზე გადაიტანეთ ვარენიკი, ზემოდან მოასხით არაჟანი, მორთეთ მოცვითა და მსუბუქად მოხალული თხილით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა ბაზილიკი და ჯინჯერის მარინადი.


მიირთვით და ისიამოვნეთ!